ENG
05 აპრილი, 2022

ფულად გზავნილებზე ლიბერთის საგაზაფხულო აქცია დაიწყო | თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქრის დროა

ფულად გზავნილებზე ლიბერთის საგაზაფხულო აქცია დაიწყო | თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქრის დროა

 

"თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქრის დროა" - ლიბერთი მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ, საგაზაფხულო კამპანიას იწყებს.

კამპანიის ფარგლებში, ყოველი მე-5 მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით მიიღებს მინიმუმ 200 ლარის (ეკვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში) ოდენობის საერთაშორისო ფულად გზავნილს, დასაჩუქრდება ბრენდირებული, ორიგინალური მაჯის საათით.

საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია და ამისათვის საკმარისია აქციის პერიოდში გზავნილის მიღება ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების - ინტერნეტ/მობაილ ბანკის და ლიბერთის ბანკომატების საშუალებით.

ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის განაღდებისას, მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში, ინტერნეტ/მობაილ ბანკში და ბანკომატებში ისარგებლებენ ვალუტის კონვერტაციის სპეციალური, ყველაზე მომგებიანი კურსით.

კამპანიის პერიოდში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ჯერ არ სარგებლობს ლიბერთის უნივერსალური ანგარიშით და შეასრულებს საერთაშორისო ფულადი გზავნილის ოპერაციას, ახალი ანგარიშის გახსნისას საჩუქრად მიიღებს ლიბერთის სტანდარტულ სატარიფო პაკეტს და უფასოდ ისარგებლებს 6 თვის განმავლობაში.

კამპანიის გამარჯვებულები ავტომატურად გამოვლინდებიან და პრიზის მიღებას მათთვის სასურველ ფილიალში შეძლებენ. აქციის ფარგლებში ერთ უნიკალურ მომხმარებელს საჩუქრის მიღება შეუძლია მაქსიმუმ 2-ჯერ.

აქცია დაიწყო 6 აპრილს და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით.

მიიღე გზავნილი ინტერნეტბანკით: www.365.ge

ან გადმოწერე მობაილ ბანკი: Android: https://bit.ly/3u8omNs | iOS: https://apple.co/3x6ik1u

ფილიალებისა და ბანკომატების რუკა: https://bit.ly/3LH4wi7